„ენჯეოების“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და საქართველოს პრეზიდენტის ცალ-ცალკე ხსენებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ისინი არიან ერთი მხარე – მხარე, რომელიც ოპოზიციაში არის საკუთარ ქვეყანასა და ხალხთან” – ოდიშარია
„ენჯეოების“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და საქართველოს პრეზიდენტის ცალ-ცალკე ხსენებას, მერწმუნეთ, არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ისინი არიან ერთი მხარე – მხარე, რომელიც ოპოზიციაში არის საკუთარ ქვეყანასა და ხალხთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
დეპუტატის თქმით, “ესენი არიან ერთი ძალის შემადგენელი სამი სუბსტანცია, რომლებიც ასრულებენ დავალებას და ატარებენ ინტერესს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის”.
“აქ პოზიტიური რაც შეიძლება დავინახოთ, არის ის, რომ მათ მოუწიათ აღიარონ, რომ საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ბუნებრივია, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა, ის მისაღები უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და საზოგადოების წევრისთვის“, – აღნიშნავს ოდიშარია.