კახიანი – „დემოკრატიის ფესტივალზე“: ასეთი შეკრებები საგანგაშოა, რადგან აქ ხდება წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი კანონმდებლობის დარღვევა
“ასეთი შეკრებები საგანგაშო არის იმ თვალსაზრისით, რომ აქ ხდება წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი კანონმდებლობის დარღვევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან და სინამდვილეში ეს არის პირდაპირ თუ შენიღბულად პოლიტიკური ორგანიზაციების პრეზენტაცია და მათ სასარგებლოდ პროპაგანდა, ცხადია ეს არის დარღვევა. ასეთი რამე ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ითვლება დარღვევად. აქაც იგივე პრობლემა ჩანს. პრობლემა არის ისევ და ისევ გაუმჭვირვალობა. ეს შემთხვევაც არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ აუცილებელი არის გამჭვირვალობა. როცა გამჭვირვალობა იქნება, მაშინ ასეთი შემთხვევებისგანაც მეტად დაზღვეული იქნება ქვეყანაც და ზოგადად საზოგადოებაც”, – განაცხადა კახიანმა.