საქართველოს 17 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 5 მედლით დაასრულა

საქართველოს 17 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 5 მედლით დაასრულა.

ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

“ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი სპორტსმენების მონაგარი ვერცხლი და 2 ბრინჯაო გახლდათ. ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა(60კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71კგ) და ვლადიმერ მინაძე(92კგ) დაეუფლნენ.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ოქრო-ვერცხლით დაასრულა. ნიკოლოზ მაისურაძემ(80კგ) წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალები იჭიდავა და ორივეგან ვერცხლი ირგუნა. ოქრო მოიპოვა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა. გორელმა მოჭიდავემ 17 წლამდელებში დიდ ტურნირებზე შარშან ბრინჯაოს, წელს კი ოქროს დუბლი შეასრულა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები