გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა

გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. „ვალენსიას“ მეკარე გუნდს 2025/2026 წლის სეზონის წინ შემოუერთდება“, – ნათქვამია ინგლისური გუნდის განცხადებაში.

ამასთან, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესპანური კლუბის მადლიერია.

„ვალენსიაზე“ და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც „ვალენსიამ“, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. „ვალენსიამ“ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – წერს მამარდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები