პრეზიდენტმა განკარგულებას, რითაც არჩევნები 26 ოქტომბერს ინიშნება, ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განკარგულებას, რითაც არჩევნები 26 ოქტომბერს ინიშნება, ხელი მოაწერა.

“დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როდესაც მოქალაქე ირჩევს, რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს“, — განაცხადა  ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები