“გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ „დემოკრატიული ფესტივალი“ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ” – რაჟდენ კუპრაშვილი

„დემოკრატიული ფესტივალი“ იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიის“ ორგანიზებით და დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით”,  – ამის შესახებ  ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრაშვილმა აღნიშნა, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ „დემოკრატიული ფესტივალი“ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ.

“ფესტივალზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. ე.წ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი“, –  განმარტა კუპრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები