გივი მიქანაძე: ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია კრებსითი „ნაცმოძრაობა“

“ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭი არის კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“, რა სახელითაც არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” დანაშაულებრივი ძალაა.

„ის ძალა, რომელიც არის დანაშაულებრივი, ის ძალა, რომელიც ქვეყანას აზიანებს, ცდილობს, რომ მას რეპუტაციულად შეულახოს იმიჯი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პასუხი უნდა აგონ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მიუძღვით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“, -აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები