გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს საზოგადოების ინტერესშია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე

საქართველოს საზოგადოების ინტერესშია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

„მთელ მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევები და პირდაპირ უდიდესი შეტევაა ტრადიციულ ცხოვრებაზე, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ჩვენ საქართველოზე ვაგებთ პასუხს. პირდაპირი გამოწვევები არის ომზე და აქედან გამომდინარე, საქართველოს საზოგადოების ინტერესშია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები