მაია ბითაძე: რადიკალები უფრო თამამები და აქტიურები არიან საკუთარ მედიებთან და სოციალურ ქსელებში – მათ საქართველოს მოსახლეობისთვის პირისპირ პასუხის გაცემა უჭირთ

რადიკალები უფრო თამამები და აქტიურები არიან საკუთარ მედიებთან და სოციალურ ქსელებში – პირდაპირი პასუხის გაცემა საქართველოს მოსახლეობისთვის უჭირთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე არ ჩავიდა.

„კარგად თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ რადიკალები უფრო თამამები და აქტიურები არიან საკუთარ მედიებთან და სოციალურ ქსელებში. მაშინ, როცა საქმე საქმეზე მიდგება და მათ პირისპირ უნდა გასცენ პასუხი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მათ ეს უჭირთ“, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები