„ომებსაც წესები აქვს“ – გაერომ უკრაინაზე რუსეთის იერიში დაგმო

უკრაინაში გაეროს ახლად დანიშნულმა ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, მათიას შმალემ უკრაინაზე დღევანდელი რუსული მასობრივი თავდასხმა დაგმო.

მისი თქმით, უკრაინის მასშტაბით რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმების ტალღის გამო, მან დღეს თავშესაფარში რამდენიმე საათი გაატარა.

ამასთან, როგორც კოორდინატორი აღნიშნავს, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. გარდა ამისა, მათიას შმალეს თქმით, მძიმე ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„მიუღებელია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს სიცოცხლის გაგრძელების ნაცვლად, მეტროსადგურებსა და სხვა თავშესაფრებში უწევთ უსაფრთხოების ძიება. ომის დროსაც კი არსებობს წესები. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი უნდა იყოს დაცული. მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცული“, – ხაზგასმით აღნიშნა შმალემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები