ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი საჰაერო იერიშის დროს, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი საჰაერო იერიშის დროს, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტერორისტმა სახელმწიფომ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს კასეტური ბომბით შეუტია.

„ენერგიის აღდგენა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევის შემდეგ. სულ მცირე 127 რაკეტა და 109 დრონი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები