პაკისტანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

კვირას ღამით, პაკისტანში შეიარაღებულმა მამაკაცებმა გზატკეცილი გადაკეტეს, მგზავრები მანქანებიდან ჩამოყარეს და პირადობის მოწმობების შემოწმების შემდეგ, დახვრიტეს, – ინფორმაციას Reauters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი ბელუჯისტანის პროვინციაში გზატკეცილზე ავტომობილებს, შემდეგ პოლიციის განყოფილებასა და მატარებელს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოროტმოქმედების ყველაზე დიდი იერიში გზატკეცილზე მოხდა, სადაც მათ 23 ადამიანი მოკლეს და 35 ავტომობილი დაწვეს.

”ეს თავდასხმები არის კარგად გააზრებული გეგმა პაკისტანში ანარქიის შესაქმნელად”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაკვიმ განცხადებაში და დასძინა, რომ უსაფრთხოების ძალებმა კვირას და ორშაბათს თავდასხმების შემდეგ 12 მებრძოლი მოკლეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, რეგიონში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები