ნიგერიაში წყალდიდობას 49 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 49 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა, – ამის შესახებ ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ ორგანოში (NEMA) განაცხადეს.

ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მანზო ეზეკიელის განცხადებით, წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჯიგავას, ადამავასა და ტარაბას შტატები დააზარალა.

”ჩვენ ახლახან შევდივართ სეზონის პიკში, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და სიტუაცია ძალიან მძიმეა”, – განუცხადა ეზეკიელმა Reuters-ს.

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო 41,344 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის 36 შტატიდან, 31 წყალდიდობის მაღალი საფრთხის წინაშე დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები