რომში მძარცველი სახლის გაქურდვისას წიგნის კითხვამ გაიტაცა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა

იტალიის პოლიციამ დააკავა 38 წლის მამაკაცი, რომელიც რომში, სახლის გაძარცვისას ბერძნული მითოლოგიის შესახებ წიგნის წასაკითხად გაჩერდა,- ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მძარცველი ბინაში შეიჭრა, ყურადღება კი საწოლზე დადებულმა ჰომეროსის ილიადის მიხედვით დაწერილმა წიგნმა გაუფანტა. წიგნი “The Gods at Six O’Clock” ბერძნულ მითოლოგიაზეა, მისი ავტორი კი ჯოვანი ნუჩია.

როგორც ცნობილია, 71 წლის ბინის მეპატრონემ სწორედ ამ დროს გაიღვიძა და ქურდს დაუპირისპირდა. ეჭვმიტანილმა სცადა იმავე აივნიდან გაქცეულიყო, საიდანაც ბინაში შეიჭრა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ მალევე დააკავა.

ქურდობის ამ ამბავმა წიგნის ავტორის ყურადღებაც მიიქცია, რომელმაც ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ სურდა მამაკაცისთვის წიგნის ასლი გაეგზავნა, რათა მას წიგნის წაკითხვა ბოლომდე შესძლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები