დმიტრო კულება უკრაინის მოკავშირეებს ოკუპანტის იერიშების მოგერიებაში დახმარებას სთხოვს

რუსეთის თავდასხმებს გამართლება არ აქვს. ისინი მკაცრად უნდა იქნეს დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,- ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის დღევანდელ თავდასხმას სოციალურ ქსელში.

კულება უკრაინის მოკავშირეებს ოკუპანტის იერიშების მოგერიებაში დახმარებას სთხოვს და დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს.

“რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და ომის დასასრულებლად, დასავლელმა პარტნიორებმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – მისცენ კიევს დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნებართვა და უკრაინის მეზობელმა ქვეყნებმა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მათი საზღვრის სიახლოვეს გაანადგურონ რუსული რაკეტები და დრონები”,- წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები