“საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ” – მაჭარაშვილი
“ნებისმიერი და, ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების მიმართულებით, საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი, გურამ მაჭარაშვილი “ადამიანის უფლებების ინდექსი 2023”-ს, რომელიც „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა.
„ადამიანის უფლებების მიმართულებით ეს ბოლო შეფასებაც საკმაოდ ლოგიკურია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და გამართულია სახელმწიფო სისტემა. შედარებაც არ შეიძლება 12 წლის წინანდელ საქართველოსთან. ავიღოთ იგივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები. ასე რომ, ნებისმიერ და ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების მიმართულებით, საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.