ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

ლიეტუვა ევროკომისრად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს. ლიეტუვის პრეზიდენტმა  ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრია სიმონეტემ წარადგინა, რასაც ოფიციალურად დათანხმდა ქვეყნის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

პროცედურის თანახმად, ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურის წარდგენას მხარი ლიეტუვის სეიმმაც (პარლამენტმა) უნდა დაუჭიროს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტმა შესაძლოა რიგგარეშე სხდომა გამართოს 3 სექტემბერს, რათა ამ საკითხს კენჭი უყარონ.

ცნობისთვის, ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 2019 წლიდან ევროპარლამენტის წევრია. ლიეტუვის მთავრობისგან ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურა მას შემდეგ დასახელდა, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები