პოლონური მედია: უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმის დროს, უცნობი ობიექტი პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა
დღეს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში გაფრინდა და პოლონეთის ტერიტორიაზე დაეშვა, – ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP არმიის ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება.
ობიექტის არსებობა სამმა სარადარო სადგურმა დაადასტურა. ამჟამად მისი ძიება მიმდინარეობს, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ რაკეტა არ არის.
ცნობისთვის, დღეს რუსეთმა 100-ზე მეტი რაკეტა და 100-მდე თავდასხმის დრონი უკრაინაში გაუშვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
პოლონეთმა, როგორც უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანამ, საჰაერო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.