ისლანდიაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად ტურისტი დაიღუპა

სამხრეთ ისლანდიაში, მყინვარზე ვიზიტის დროს ყინული ჩამოინგრა და ერთი უცხოელი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ტურისტი დაშავდა, თუმცა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორი ტურისტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ყინული იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც 25 კაციანი ჯგუფი კვირას, გიდთან ერთად, ყინულის გამოქვაბულს სტუმრობდა.

ადგილზე 200-მდე მაშველი მუშაობდა, დღეს ძებნა-შველის სამუშაოები ისევ განახლდა.

ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, მყინვარზე ექსკურსიები პოპულარული აქტივობაა, რომელსაც გამოცდილი გიდები უძღვებიან და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ადგილზე ყოფნა სახიფათო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები