უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის ფონზე, პოლონეთი უსაფრთხოების ზომებს მიმართავს
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე, პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა,- ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე იტყობინება.
“დილიდანვე ვაკვირდებით რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე”,- აღნიშნავს ოპერატიული სარდლობა.
უწყების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო პროცედურა დაწყებულია.
შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთი უკრაინას რაკეტებით, ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.