“ოპოზიციას სულ ელანდება შავი ხვრელები, შავი ფულები, შავი სიზმრები და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თვითონ აქვთ შავი” – მაჭარაშვილი
“ოპოზიციას სულ ელანდება შავი ხვრელები, შავი ფულები, შავი სიზმრები და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თვითონ აქვთ შავი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციას საქართველოს საზოგადოების წინაშე დღის წესრიგი არ აქვს.
“მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტშიც აღმოჩნდება შავ „ფულებში“ სააკაშვილის ოჯახი; შავ ხვრელებში რუსული რუბლებით დროას წარმომადგენლები და ა.შ. ასე რომ, თუ ვინმეს დღის წესრიგი არ აქვს საქართველოს საზოგადოების წინაშე, სწორედ ოპოზიციაა. თორემ მე აქ რომ ვდგები [ტრიბუნასთან] მინიმუმ ორმოცი წუთი არ მყოფნის, რომ პოზიტივზე ვისაუბრო, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერაა შეფასებული და არა ის, რომ ოპოზიცია ჩადის რეგიონებში და იქიდან კუდამოძუებულები გარბიან ხოლმე – ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.