“ჩვენი თანამოქალაქეების 80-90% დაგიდასტურებთ, რომ სენი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდება, მოსაშორებელია პოლიტიკური ავანსცენიდან” – ოდიშარია
“ნებისმიერი გამვლელი, ჩვენი თანამოქალაქეების 80-90% დაგიდასტურებთ, რომ სენი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდება, ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებელია პოლიტიკური ავანსცენიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
“მათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] აღადგინეს ავტონომიური რესპუბლიკა, რაც გააუქმა ზვიად გამსახურდიამ, კოდორს და სვანეთს დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რაც არასდროს ყოფილა და ამის შემდგომ დამალეს ის მტკიცებულებები, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ არა ქართულმა ჯარმა, არამედ საოკუპაციო ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. შემდეგ ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ასევე დაადანაშაულეს საქართველო და ქართული ჯარი. შემდეგ გზა გაუხსნეს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციას და ცალმხრივად მოუხსნეს სავიზო რეჟიმი. ნებისმიერი გამვლელი, ჩვენი თანამოქალაქეების 80-90% დაგიდასტურებთ, რომ სენი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდება, ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებელია პოლიტიკური ავანსცენიდან“, – განმარტავს დეპუტატი.