რუსეთის დაზვერვა: აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს
ამერიკელები უკიდურესად უკმაყოფილოები არიან საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით და ქვეყანაში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის (SVR) სამსახური იუწყება.
რუსული დაზვერვის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ახერხებს ხმების საჭირო რაოდენობის მოპოვებას, რადგან კოალიციები, რომლებიც ამ ოპოზიციაში იქმნება, ძალიან მყიფეა.
“ამერიკელები აპირებენ, მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ ქართული ოცნების საარჩევნო პოზიციები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაზვერვის ინფორმაციით, შეერთებული შტატები შიშობს, რომ სუვერენიტეტისკენ მიმართული კურსი გაგრძელდება და თბილისი უარს იტყვის დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ მიზნით პარტიის ხელმძღვანელობის, ახლო ნათესავების და სპონსორების მიმართ პირადი სანქციები იქნება გამოყენებული.
SVR ცნობით, დამატებითი დაფინანსება შეერთებული შტატებიდან გამოიყოფა ოპოზიციურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე. ისინი უნდა იყვნენ არჩევნების შემდგომი პროტესტის მთავარი ძალა. ამ აქციებზე იგეგმება გაყალბების მტკიცებულებების საჯაროდ გამოტანა და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა.