“საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ, გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული „ქართული ოცნების“ პროქართულ იდეოლოგიასთან” – ოდიშარია
“თუ შეთქმულების თეორიაა, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას, საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ იდეოლოგიასთან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
“სამწუხაროდ, ასეთივე პოლიტიკური ინტერესები და მერკანტილური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იკითხება არა მხოლოდ ჩრდილოეთ, არამედ სხვა პოლუსებიდანაც. სწორედ ამ საფრთხეებიდან თავის აცილების პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება”, რაც არავის აწყობს. შესაბამისად, ვერანაირი რიტორიკა, ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ, პატრიოტულ, სუვერენულ იდეოლოგიასთან“, – განაცხადა ოდიშარიამ.