რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელა – არიან დაშავებულები და დაღუპულები
რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა. არიან დაშავებულები და დაღუპულები, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
“რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა. მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს“, – აღნიშნა შიგალმა.
მისივე თქმით, შორ მანძილზე მოქმედი იარაღია საჭირო და მას ამ საკითხში მოკავშირეების იმედი აქვს.
“საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოიყენოს ისინი რუსული სამიზნეების წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მოკავშირეების მხარდაჭერის იმედი აქვს“, – აღნიშნა შმიგალმა.