რომის პაპი გმობს უკრაინის მიერ რუსეთის ეკლესიასთან დაკავშირებული ორგანიზაციების აკრძალვას
არცერთი ქრისტიანული ეკლესია არ შეიძლება აიკრძალოს, პირდაპირ ან ირიბად. ეკლესიებს არავინ უნდა შეეხოს,- თქვა პაპმა ფრანცისკემ ყოველკვირეულ ლოცვაში.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში. შაბათს კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოაწერა.
“ადამიანი ლოცვით ბოროტებას არ სჩადის. თუკი ვინმე თავისი ხალხის მიმართ სჩადის ბოროტებას, იგი დამნაშავეა. მაგრამ მას არ შეიძლება რაიმე ცუდი ლოცვით ჰქონდეს გაკეთებული. გთხოვთ, პირდაპირ თუ ირიბად არ გააუქმოთ არც ერთი ქრისტიანული ეკლესია. ეკლესიები ხელშეუხებელია”, – განაცხადა რომის პაპმა.