„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა

“ჰეზბოლას” თქმით, მან წარმატებით დაასრულა საპასუხო შეტევა ისრაელზე მეთაურის, ფუად შუკრის მკვლელობაზე საპასუხოდ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ისრაელის სამხედრო ობიექტებზე, რომლის განადგურებაც ხელს შეუშლის ისრაელს, მოიგერიოს თავდასხმის მეორე ფაზა.

მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ როდესაც აღმოაჩინა “ჰეზბოლას” შეტევისთვის მზადება ჩრდილოეთ ისრაელზე, მან სამხრეთ ლიბანზე, პრევენციისთვის, საჰაერო თავდასხმები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები