ზელენსკი: მე დიპლომატიის მომხრე ვარ, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების 30%-ის ხარჯზე
ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა მშვიდობისთვის ტერიტორიის ხალხის და ღირებულებების დათმობას არ აპირებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ინდურ მედიასთან განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მშვიდობაზე და ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ მის იდეებს. სიამოვნებით ვისაუბრებთ ამაზე. მაგრამ ჩვენ ადამიანებსა და ტერიტორიებს შეთავაზებებზე, ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე და ჩვენს დემოკრატიაზე არ ვცვლით. ჩვენ ამის მსხვერპლად გაღებისთვის მზად არ ვართ. დანარჩენ ასპექტებში – შეგვიძლია ვისაუბროთ, რაღაც ვარიანტები ვეძებოთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ დღეს ყველაფერი, რაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან ისმის უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით, არის პოლიტიკური განცხადებები და რეალურად, არავის არანაირი გეგმა არ აქვს.
“როცა ამბობენ „დიპლომატია“, მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ მინდა დავინახო კონკრეტული ნაბიჯები და ეს არ იყოს ჩვენი სახელმწიფოს 30%-ის და არა ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე”, – დასძინა მან ზელენსკიმ.