ბანგლადეშში წყალდიდობას 20 ადამიანი ემსხვერპლა, დაზარალებულია 5 მილიონზე მეტი მოქალაქე
ბანგლადეშში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 5,2 მილიონზე მეტი დაზარალდა,- ინფორმაციას Reauters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყალდიდობამ, რომელიც გადაუდებელმა წვიმებმა და მდინარეების ადიდებამ გამოიწვია, ბევრი ადამიანი ქუჩაში დატოვა.
მილიონობით ადამიანს საკვები, სუფთა წყალი, წამლები და მშრალი ტანსაცმელი ესაჭიროება, განსაკუთრებით შორეულ რაიონებში, სადაც გადაკეტილი გზები სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.
ხელისუფლების განცხადებით, ჯარი, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და სასაზღვრო დაცვა სამაშველო ოპერაციებშია ჩართული. 400,000-ზე მეტმა ადამიანმა დაზარალებული 11 რაიონიდან თავი თავშესაფრებს შეაფარა. ადგილზე 750-მდე სამედიცინო ჯგუფია მობილიზებული.
ინფორმაციისთვის, 2015 წელს მსოფლიო ბანკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბანგლადეშში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ქვეყანაში, 3,5 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად მდინარის წყალდიდობის საფრთხის ქვეშ იყო. ასეთი კატასტროფული მოვლენების გამწვავებას მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.