უკრაინაში რუსეთის ავიაიერიშს Reuters-ის თანამშრომელი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ავიაიერიშს Reuters-ის უსაფრთხოების კონსულტანტი ემსხვერპლა,- ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, დაღუპული რაიან ევანსი Reuters-ის გადამღები ჯგუფის წევრი იყო და ჟურნალისტების უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა. ის და სააგენტოს კიდევ 5 თანამშრომელი ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, როდესაც მას რუსული ჭურვი მოხვდა.

სააგენტოში განმარტეს, რომ ევანსი ყოფილი ჯარისკაცი იყო და ჟურნალისტებს უსაფრთხოების მიმართულებით აძლევდა რჩევებს. ის მუშაობდა მედიასთან უკრაინაში, ისრაელში და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკლულის ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები