ცოტნე ანანიძე: კეთილსინდისიერად, მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება

“ყველა დელეგატი კეთილსინდისიერი და პროფესიონალია. ისინი იქნებიან ძალიან კარგი წარმომადგენლები თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, წარმომადგენლობა კი მუდმივად ითხოვს ამომრჩევლის ინტერესის და ნების გატარებას, რისი გამოცდილებაც ყველა ჩვენგანს აქვს”, – ამის შესახებ ქობულეთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, ცოტნე ანანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება დელეგატებმა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა შეძლონ.

„კეთილსინდისიერად, მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება და იმ საერთო ფერხულში ჩართვა, რასაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პროგრესულად განიცდის“, – აღნიშნა ანანიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები