არჩილ გორდულაძე: გვყავს ახალი წევრები შემომატებული, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ უკვე პოლიტიკაში ახალ ნაბიჯებს დგამენ

“ჩვენ გვყავს ახალი წევრები შემომატებული, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ უკვე პოლიტიკაში ახალ ნაბიჯებს დგამენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “ქართული ოცნების” დელეგატებზე საუბრისას “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის წინსვლაში დელეგატები ახალი ენერგიის შემომტანნი იქნებიან.

„ისინი შემოიტანენ ახალ ჟინს, ახალ ენერგიას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს მომავალზე, ჩვენს ოჯახზე, რწმენაზე და ღირსებაზე ზრუნვა და ამ ნაბიჯების გადადგმით, მყარად დგომით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური წინსვლა კიდევ უფრო მეტად სწრაფი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები