ლელა კილაძე ფეისბუქში უგულავას “საყოფაცხოვრებო სირთულეებზე” წერს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მეუღლე ბრალდებულის მიმართ არსებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც სოციალურ ქსელში ლელა კილაძე აღნიშნავს, მისი მეუღლის უფლებები იზღუდება. “გიგის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ადვოკატებთან თავისუფალ კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს. კარგა ხანია ამის გამო საქმის მასალების გაცნობაც ვერ მოახერხა, ყოველდღიურად რთულდება ადვოკატებისთვის იმ მასალის მიწოდება რომელიც ამ საქმეებში გიგისთვის თავის დასაცავად მნიშვნელოვანია. გიგის უფლებები ყოველდღიურად უფრო და უფრო იზღუდება. როგორც ჩანს ივანიშვილის პირადი პატიმარი გიგი ციხიდანაც იმდენად აშინებთ, რომ საკანში საყოფაცხოვრებო პირობებიც მათი “ფანტაზიის” მიხედვით ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით რთულდება.
მინდა იცოდეს ყველამ! დავალების მიმცემმაც და შემსრულებელმაც! გიგის ვერ შეაშინებს და ვერ გატეხავს ვერანაირი შეზღუდვა. როგორც ჩანს ეს ყველაზე მეტად მთავარ მოქალაქეს აწუხებს”, – წერს ლელა კილაძე ფეისბუქზე.