გივი მიქანაძე: წარდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება
,,წარდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დელეგატები ავტორიტეტით სარგებლობენ.
„მათ საზოგადოებაში მოიპოვეს უდიდესი ავტორიტეტი. ვხედავთ, რომ წარდგენილთა შორის არიან როგორც ღვაწლმოსილი და ცნობილი სპორტსმენები, ასევე ვხედავთ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც წლების განმავლობაში თავის პოზიციებზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ღირსეულად გაართვეს თავი. შესაბამისად, წარმოდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება“, – აღნიშნა მიქანაძემ.