„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის აუცილებელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას სწრაფი წინსვლა სჭირდება.
„დანაშაულებრივ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია კრებსითი სახით – დადგა დრო ამ ადამიანებს მოვკითხოთ მათი ქმედებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საწინააღმდეგო იყო. ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, კანონის სრული დაცვით, სამართლებრივ ჩარჩოებში და ეს იქნება პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს მთელ საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშანი აღარ არსებობდეს. ასევე, საზოგადოებამ იგრძნოს ის შვება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს გარკვეულწილად დამამუხრუჭებელი ძალა, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.