ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შემდეგ, ლუქსემბურგში კომპანიამ გაყიდვები გაზარდა

ავტობუსების კომპანია Flibco ლუქსემბურგში, ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების შედეგად, თავისი შემოსავლები და თანამშრომლების პროდუქტიულობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bild იტყობინება.

 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, კომპანიამ შემოსავლების 50%-ანი ზრდა, ხოლო თანამშრომლების პროდუქტიულობის -69%-ანი ზრდა დააფიქსირა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სამუშაო დღეების შემცირების იდეა ეკუთვნის კომპანიის გენერალურ დირექტორს – ტობიას შტუბერს. მან აღნიშნა, რომ ეს ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც 2023 წელს ჩაეშვა. თანამშრომლობის ხელფასი იგივე დარჩა.

„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ შედეგებზე და არა საათების რაოდენობაზე“, – ამტკიცებს შტუბერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები