რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია და „ნაცმოძრაობა“ ეს არის ღალატის, სიძულვილის პროექტი

“რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ღალატის, სიძულვილის პროექტი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

„აუცილებელია, რომ ის მოქალაქეები და ამომრჩევლები, ვინც 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბანთან, იქნებიან, ფაქტობრივად, ნაფიცი მსაჯულები „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ კოლექტიური რადიკალური ოპოზიციისთვის. ისინი გამოიტანენ მათთვის გამამტყუნებელ განაჩენს. იმ განაჩენს, რომელიც შემდეგ უკვე გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. ეს იქნება ლოგიკური გაგრძელება სტრასბურგის ასზე მეტი ვერდიქტის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამას სამართლებრივი შეფასება დასჭირდება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შეფასება დაიწყოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები