„ის, რაც მტერმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, ახლა სახლში დაუბრუნდა“ – ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავი მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„დღეს ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ხოლო ის, რაც ჩვენს მიწაზე მწერს მოჰქონდა, ახლა მას სახლში დაუბრუნდა. მას, ვისაც სურდა ჩვენი მიწა ბუფერულ ზონად ექცია, უნდა იფიქროს იმაზე, რომ ახლა მისი ქვეყანა არ გახდეს ბუფერული ფედერაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა 13 წუთიანი ვიდეომიმართვა სუმის რაიონში ჩაწერა, ძალიან ახლოს რუსეთის საზღვართან.

„სუმშინა. მოგრიცა. მდინარე პსელი. რამდენიმე კილომეტრი ჩვენი საზღვრიდან. საზღვრიდან უკრაინასა და ტყვეობას შორი, სიცოცხლისა და სიკვდილს შორის. საზღვარი დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის“, – განაცხადა მან.

ასევე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც წარმატებული სამხედრო ოპერაცია დაიწყო კურსკის რაიონში, ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა გულგრილობა თავისი მოქალაქეების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები