ევროკომისიის პრეზიდენტი: ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს ევროპულ ოჯახში თავის ადგილს დაიკავებს
უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა საღამოს, ჩვენი შენობა უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. პატივს ვცემთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების ურყევ სულისკვეთებასა და სიმამაცეს. უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს ევროპულ ოჯახში. დიდება უკრაინას!“ – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.