რობერტ კენედი უმცროსი თავის საარჩევნო კამპანიას აჩერებს და მხარს დონალდ ტრამპს უჭერს
აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ თავის საარჩევნო კამპანიას აჩერებს და მხარს დონალდ ტრამპს უჭერს.
„ჩემს კამპანიას არ ვწყვეტ, უბრალოდ ვაჩერებ და არ ვამთავრებ. ჩემი სახელი უმეტეს შტატში ბიულეტენზე დარჩება“, – თქვა მან არიზონაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
რობერტ კენედიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს.
რობერტ კენედი უმცროსი შტატების დიდ ნაწილში კვლავ ბიულეტენში დარჩება, თუმცა არა ე.წ. მერყევ შტატებში, რომელთა არჩევანიც რეალურად წყვეტს პრეზიდენტობის ბედს.