ირაკლი ქადაგიშვილი – დელეგატებზე: „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს განახლების ძალიან დიდი რესურსი – ყველას თავისი შრომითა და პიროვნული ღირსებით აქვთ მიღწეული ის შედეგი, რაც აქამდე ცხოვრების გზაზე გაუვლიათ

თუ დააკვირდებით ნათლად დაინახავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს განახლების ძალიან დიდი რესურსი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქართული ოცნების“ დელეგატებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დელეგატს თავისი შრომითა და განათლებით აქვთ მიღწეული თავიანთი შედეგები.

„ესენი არიან ახალგაზრდები და ყველას თავისი განათლებით, შრომითა და თავისი პიროვნული ღირსებით აქვთ მიღწეული ის შედეგი, რაც აქამდე ცხოვრების გზაზე გაუვლიათ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები