სამართალდამცავების შტურმის შედეგად, ვოლგოგრადის კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებულნი არიან
სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამართალდამცავებმა კოლონიის შტურმი დაიწყეს, რის დროსაც ოთხივე პატიმარი მოკლეს. მათივე ინფორმაციით, პატიმრების განეიტრალება სნაიპერებმა მოახერხეს.
ტელეგრამის არხების ცნობით, შტურმი ნახევარ საათს გაგრძელდა.