პუტინი ვოლგოგრადის ოლქის ციხეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თათბირს მართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თათბირს მართავს,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტმა ვოლგოგრადის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თათბირი დანიშნა. საქმე ეხება N19 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მომხდარ ინციდენტს, სადაც პატიმრებმა პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.

მათი ცნობით, თავდაპირველად პუტინმა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს არკადი გოსტევს მოუსმინა. მოხსენებით ვიდეო კავშირის მეშვეობით გამოვლენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი.

რამდენიმე საათის წინ რამდენიმე პატიმარმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიაში ბუნტი მოაწყო და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები