დავით კაჭარავა: მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქის დელეგატად, ჩემი წარდგენა დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის გამოცხადებაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი,” – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა და მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების” დელეგატმა დავით კაჭარავამ.
მისივე თმით, წინასაარჩევნოდ სისტემატური შეხვედრები ექნება მოსახლეობასთან, გაეცნობა მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მოთხოვნებს.
„მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქის დელეგატად, ჩემი წარდგენა  დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის გამოცხადებაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს.
გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან. შეიძლება ამ შეხვედრებს საველე შეხვედრებიც კი დავარქვათ. გავეცნობით მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი. გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხებს მიხედვა სჭირდება,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები