ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკებები წამოიწყოს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მზად არის, როგორც მეგობარმა, უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში თავისი პირადი როლი შეასრულოს.

ნარენდრა მოდიმ ზელენსკის განუცხადა, რომ მხარს უჭერს და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა.

„კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ დიალოგისა და დიპლომატიის გზით არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით დროის დაკარგვის გარეშე. ორივე მხარე ერთად უნდა იჯდეს, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ“, – თქვა მოდიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები