ტრამპი მაკრონს ახალი ტარიფებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ყველა ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი ტარიფით დაემუქრა, თუ პარიზი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.

ტრამპმა „ნიუ-იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მაკრონისგან ტექნოლოგიურ კომპანიებზე 3%-იანი გადასახადის გაუქმებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთს ამერიკულ ბაზარზე დამანგრეველი ტარიფები შეიძლება დაეკისროს.

„მე მაკრონს ვთხოვე, რომ ამერიკულ კომპანიებისთვის ტარიფები არ დაეწესებინა და თუ ისინი ამას გააკეთებენ, მე სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ საფრანგეთში წარმოებულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100%-იანი ტარიფი დავაწესო“, – თქვა ტრამპმა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, მაკრონს მხოლოდ „გაყიდვების გადასახადის გაუქმება სჭირდება და შემდეგ მასზე ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები