ირაკლი ქადაგიშვილი: გადაჯგუფებებს აზრი არ აქვს, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გადაჯგუფებებს აზრი არ აქვს.

“გადაჯგუფებებს აზრი არ აქვს, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაიშალა. მათგან ვერანაირ სიახლეს ვერ ვხედავთ. დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობებია, არჩევნებზე ამ კონფიგურაციით გავიდნენ. მათ არც ახალი ამომრჩევლის მოზიდვის რესურსი აქვთ. მათ გადაჯგუფებებს აზრი არ აქვს, ქვეყნის მასშტაბით ამას მნიშვნელობა ვერ ექნება“, – განმარტა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები