ირაკლი ქადაგიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება

“საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რათა ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება.

„ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ, ამ ოპოზიციას, ქვეყნის ჯანჯღარის გარდა თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ამ ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს. „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს ზნე ეცვალათ, თუმცა მათ ზნე არ იცვალეს, 2008 წლამდე და 2008 წელს რა უბედურებაც ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ. დღევანდელ დღეს ყველას ეძლევა შანსი, მაგრამ როცა ყოველ ჯერზე შანსს ქვეყნის დასაზიანებლად იყენებ, პასუხისმგებლობის საკითხი დგება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები