გერმანიაში, ნატოს საჰაერო ბაზა უსაფრთხოებას აძლიერებს

გერმანიაში, ნატოს ავიაბაზამ უსაფრთხოების განგაში პოტენციური საფრთხის შესახებ შეტყობინებების შემდეგ გაზარდა,- ინფორმაციას ავიაბაზის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიუთითებს პოტენციურ საფრთხეზე, ჩვენ ავწიეთ უსაფრთხოების დონე ნატოს გეილენკირხენის საავიაციო ბაზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნატოს განმარტებით, “ჩარლი” დონე (უსაფრთხოების მეორე დონე) ნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ალიანსის წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებების მაღალი ალბათობის შესახებ.

გერმანიაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატოს ავიაბაზაზე, სადაც სადაზვერვო თვითმფრინავებია განთავსებული, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები