ლაშა ამირეჯიბი ლაშა კურტანიძეს ზონდერი მოჭიდავეების დასახელებას სთხოვს

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის დღევანდელ საგაზეთო ინტერვიუს ეხმაურება. ლაშა ამირეჯიბის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ იმ მოჭიდავეების ვინაობა უნდა დააასახელოს, რომლებსაც ლუკა კურტანიძე „ზონდერ“ სპორტსმენების სახელით იხსენიებს.
„ლუკა კურტანიძეს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მას როგორც სპორტმენსა და ვაჟკაც კაცს, მაგრამ თუ ასეთი რთული მდგომარეობა ჰქონდა მას ფედერაციაში ხმას რატომ არ იღებდა აქამდე? ორი წელია რაც ლუკა ხელისუფლებაშია და ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს…კარგი იქნება თუ ბატონი ლუკა დაასახელებს მოჭიდავე ზონდერებს და იმ სპორცმენებს, რომლებიც ხელფასს იღებდნენ წინა ხელიუსფლებისაგან. უკეთესი იქნებოდა ცოტა უფრო ადრე გაეხმოვანებინა ეს საკითხი .ბატონ ლუკას.!!“ – წერს ლაშა ამირეჯიბი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც ლუკა კურტანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი იმ სპორტსმენების ვინაობას დაასახელებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა რეგიონში ზონდერებად მუშაობდნენ და ამ საქმიანობაში პრემიებსაც იღებდნენ.
„მე დავსვი ეროვნული ნაკრებებიდან იმ მწვრთნელების გათავისუფლების საკითხი, რომლებმაც 2 წლის განმავლობაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამას მოჰყვა განაწყენება და განაწყენებული ადამიანების მხარდამხარ აღმოჩნდნენ ის რევანშისტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმს აძლიერებდნენ. ვაფრთხილებ ყველას, თუ არ გაჩერდებიან, სახელებით და გვარებით საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს აძლიერებდნენ! დიახ, იმათ შორის, ვინც მიპირისპირდებიან, არიან სპორტსმენები, ვინც სხვადასხვა რეგიონში ზონდერ-კოორდინატორებად იყვნენ გადანაწილებულნი და ამაში უზარმაზარ პრემიალურ თანხებს იღებდნენ”,- აცხადებს კურტანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები